...

3 views

yur
***

ქალმა მოიკლა ტირილით თავი,
მე მეძახოდა, შინ არ ვიყავი...
აპრილი იყო და ყვავილთცვენა,
იყო პარიზი და იყო ვენა.
კავკასიაში ჰყვაოდა დეკა,
ჰყვაოდა შინდი, ატამი, ნუში...
ქალს ჩემი თავი რამ გაახსენა,
ასე ატმისფერ ამ გაზაფხულში?!
ქალმა მოიკლა ტირილით თავი,
და ქარმა მითხრა, - გნატრობდა გუშინ,
უყვარხარ, თორემ რა ატირებდა,
რა ატირებდა ამ გაზაფხულში?!

გიორგი ზუბიტაშვილი