...

2 views

hgi
თეთრო თოლია

ხომ მაინც გქონდა ჩემდამი რიდი,
თუ სიყვარული არა გქონია...
ისიც მეყოფა, რომ შემოფრინდი,
ჩემ ცხოვრებაში თეთრო თოლია!
ხომ მაინც მწერდი ფერად წერილებს,
თუ სიყვარული არა გქონია,
შენი ცა ლურჯი გავაწერილე,
ესეც მეყოფა, თეთრო თოლია!
ხომ მაინც გქონდა ჩემდამი ხათრი,
თუ სიყვარული არა გქონია,
ჩემ ლექსზე ერთხელ
ხომ მაინც გათრთი,
ესეც მეყოფა, თეთრო თოლია!
ხომ მაინც გქონდა ჩემდამი ლტოლვა,
თუ სიყვარული არა გქონია,
ერთხელ ჩემმა ხმამ ხომ დაგათოვა,
ესეც მეყოფა, თეთრო თოლია!
ხომ მაინც გქონდა ჩემდამი ფიქრი,
თუ სიყვარული არა გქონია,
ახლა ქარივით სხვა მხარეს მიქრი,
მაინც მადლობა, ჩემო თოლია!

გიორგი ზუბიტაშვილი