...

5 views

kaci var
**

ბუხარს ნელ-ნელა ასდის ალმური,
შემოღლილ ფეხებს ვასვენებ, ვწევარ,
ძნელია, იყო ლექსის მსახური,
ადამიანიც, რომელიც მე ვარ.
გაზაფხულს ველი, უხმო ლოდინით,
ყოველი წამი ლოდინად იქცა...
ჩემი ტახტია, ჩემი ლოგინი,
ჩემი გვირგვინი - ეს ცა, ეს მიწა!
ცოტა სასმელი, ცოტა თუთუნი,
ესაა, მთელი ჩემი ქონება,
ერთი ამბორი, ერთი ჩურჩული,
რომელიც მუდამ მემახსოვრება.
ბოლოს მეც ქართულ მიწად ვიქცევი,
დედის ნანილა აღარ დამმოძღვრავს,
ამ მთებს დარჩება ჩემი მზითევი -
ჩემი ლექსები, ჩემად სახსოვრად.
იქაც მომიტანს ქართულ ნაკადულს,
ჩემს ბედწერილი ერთი ბეღურა,
და ამბავს ისე, ისე საამურს,
რომ ჩემი ლექსი გესაფეხურათ.

გიორგი ზუბიტაშვილი