...

4 views

vimgero
* * *

ვიმღერო? - განა რა მემღერება,
ვიტირო? - ტირილს ვერ დაგპირდები...
ღამეა, ღამე მომეფერება,
დადუმდებიან პირამიდები.

აყვავილდება იასამანი,
ზამბახებს ჩუმი ააელვარებს,
იცეკვებს ტანგოს ქალი ლამაზი,
ჩემ გულს რომ ლტოლვით ააღელვარებს.

და იქნებიან კიპარისები,
მაგრამ მაისი აღარ იქნება,
ვიტირო? - ტირილს ვერ დაგპირდები,
ვიმღერო? - განა რა მემღერება.

როცა იქნება მეც გავფრინდები,
როგორც მერცხალი დაუდეგარი,
აყვავდებიან ჩემი შინდები,
და ატირდება იასამანი.

გიორგი ზუბიტავილი