...

4 views

mom
დედა

ხმელი ფოთოლი,
ნელი სიო და ჩემი სევდა...
ეს ყოველივე გამუდმებით
გზა და გზა მდევდა.
ჩუმად ტიროდა ჩემს საწუხარს,
ტანმომცრო ქალი,
ტანმომცრო ქალი,
თვალციმციმა, ეს ჩემი დედა.
არასდროს მქონდა
ოქრო, ვერცხლი,
ფარჩა, ატლასი...
არც სასიმღერო,
მაგრამ მაინც გულით ვმღეროდი...
სხვას რომ ეგონა
არ ვიყავი ისე ხალასი,
თუ ვიღიმოდი,
იმიტომ რომ უფალს ველოდი.
მაგრამ ფოთოლი,
ნელი სიო და ჩემი სევდა,
ისევ უღმერთო სიმწუხარის
ქარცეცხლში მხვევდა.
და თუ ვტიროდი,
ისიც მიტომ - უფალს ველოდი...
და იდგა ქალი ჩემს თვალთაწინ
ეს ჩემი დედა.
ვით მზესუმზირა,
უდაბნოში აყვავებული...

გიორგი ზუბიტაშვილი